დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ელიტარული ვირუსი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/04/06 15:28:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მან თავად გაავრცელა სოციალური ქსელით.


 

"ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში", - წერს ღარიბაშვილი.

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%-ია.

 

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 284 958 შემთხვევა. მათგან 275 220 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3832 ადამიანი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია