საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დევნილთა დასახლებებში ბავშვებისთვის სათამაშო მოედნები მოეწყო
2021/02/03 23:18:00

ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში დევნილთა დასახლებაში ბავშვთა სათამაშო მოედნები და სატრენაჟორო სივრცეები მოეწყო.   

 

შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულეს.

 

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში  მცირე მასშტაბის 18 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 6 განხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.  

 

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა  სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად,  მათ  განსახლებასეკონომიკურ და  საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 99
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია