საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ეს პროექტი კარგი შესაძლებლობაა უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომ თავი საქართველოსთვის სასარგებლოდ იგრძნონ" - ვახტანგ კახუჩაშვილი
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2021/01/09 16:22:24

საინფორმაციო სააგენტო PSnews.ge   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო  პროექტით- „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“  დაინტერესდა, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში ხორციელდება.  

 

ჩვენ პროექტის ერთ-ერთ გამარჯვებულს,  ვახტანგ კაჩუხაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც  ესტონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იყო.

 

 

დიალოგი

- მოგესალმებით, როგორც  ვიცით,  ტალინის უნივერსიტეტის ციფრული შემეცნებითი თამაშების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და  ვექტორული გრაფიკის მასწავლებლი ხართ. ამავდროულად,  ერთი წლით საქართველოს ახალგაზრდა ელჩიც იყავით. მოგვიყევით,  რა შესაძლებლობაა  აქტიური სტუდენტური ცხოვრების პარალელურად იყო საქართველოს  ახალგაზრდა ელჩი?

 

-ახალგაზრდა ელჩის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, ჩემნაირი, თავის სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდებისათვის. ეს პროექტი საშუალებას გაძლევს, დაგეგმო და განახორციელო ბევრი საინტერესო აქტივობა ქართული კულტურის პოპულარიზაციის კუთხით, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. 

 

-თქვენი მანდატის ფარგლებში რა ტიპის ღონისძიებები  დაგეგმეთ და განახორციელეთ?

-ქართული ცეკვის მასტერკლასი, სამზარეულოს ვორქშოპი, კულტურისა და ენის სახელოსნოები, - ეს ის ღონისძიებეია, რომლებიც  ესტონეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელე. 

ჯამში, სხვადასხვა ტიპის  10- მდე ღონისძიება იყო დაგეგმილი, მაგრამ  პანდემიის გამო,  რამდენიმეს გაუქმება მოგვიწია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ  ესტონეთში მცხოვრებ უცხოელ ახალგაზრდებს ძალიან პოზიტიურად დავამახსოვრეთ თავი და საქართველოც შევაყვარეთ. 

 

 

 

-ვინ გიჭერდათ ძირითადად მხარს აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებაში?

-უნდა აღვნიშნო, რომ ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურიდან  გვქონდა  სათანადო მხარდაჭერა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა  პროცესში ჩართული  იყო.

საბედნიეროდ, ესტონეთში მცხოვრებ ახალგაზრდებშიც გამოირჩა რამდენიმე ძალიან კარგი ახალგაზრდა, რომლებიც ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში დიდი სიხარულით ჩაერთვნენ. 

 

-თუ შეგიძლიათ, რომ გაიხსენოთ რომელი ღონისძიება მოეწონათ მსმენელებს ყველაზე მეტად?

-ჩემდა საბედნიეროდ, ჩვენს ყველა ღონისძიებას ძალიან კარგი უკუკავშირი ჰქონდა. თუმცა, სამზარეულოს და ცეკვის ვორქშოპები განსაკუთრებით პოპულარული იყო. უცხოელები შეყვარებული არიან ქართულ ცეკვასა და სამზარეულოზე.

 

-თუ ხედავთ პროექტის გაგრძელების საჭიროებას და რამდენად ეფექტურია მსგავსი ფორმატის ახალგაზრდული პროგრამები?

-ეს პროექტი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაშიც მონაწილეობა მიმიღია. ძალიან დიდი და კარგი შესაძლებლობაა უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომ თავი საქართველოსათვის სასარგებლოდ იგრძნონ და თავიანთ ქვეყანას შორიდანაც ძალიან გამოადგნენ. პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მჯერა, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლეს შემოგვთავაზებენ. 

 

 -თქვენ რა მოგცათ ამ ერთწლიანმა პროგრამამ?   რა უნარები განავითარეთ?

-შევიძინე ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების კუთხით. ასევე, ურთიერთობა მქონდა ძალიან კარგ ახალგაზრდებთან, სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. 

 

-როგორც ვიცით ,თქვენი მანდატი 2020 წლის  დეკემბრის ბოლოს ამოიწურა. რას ურჩევთ მომავალ ახალგაზრდა ელჩს?

 - ვურჩევ, რომ თავისი  მაქსიმუმი ჩადოს  ამ პროექტში, რადგანაც ეს საუკეთესო შანსია საკუთარი ქვეყნისა და თავისათვის მნიშვნელოვანი საქმე აკეთო. მიუხედავად გარკვეული  წინაღობებისა, რაც შეხვდება და ასეთები აუცილებლად იქნება, მაქსიმალურად  ეცადოს, რომ ყოველი  ღონისძიება ქართული სულით იყოს გაჟღენთილი. მსგავს პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელია, რადგან ჩემი აზრით, ეს რაიმე ახლის და ღირებულის სასწავლად  საუკეთესო გზაა. 

 

შეგახსენებთ, რომ  აღნიშნული პროექტი  მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე 18-დან 29-წლამდე საქართველოს მოქალაქეებს  საშუალებას აძლევს,  "ახალგაზრდა ელჩები" გახდნენ და საკუთარი სამშობლოს კულტურის პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროექტები განახორციელონ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 365
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია