საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი მუკნიაშვილი: „უკანონო თევზჭერის აღმოფხვრის მიზნით, არსებული რეგულაციები გამკაცრდება”
2020/12/25 23:41:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მეთევზეებთან შეხვედრა გაიმართა. დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა მეთევზეებს, გაერთიანებებისა და ფედერაციის წარმომადგენლებს დეპარტამენტის ის ინიციატივები გააცნო, რომლებიც ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადდა. ინიციატივები გულისხმობს თევზჭერის წესში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ისეთი ცვლილებების შეტანას, რამაც უკანონო თევზჭერის აღკვეთა უნდა უზრუნველყოს.

 

მეთევზეთა გაერთიანებებისა და ფედერაციების  წარმომადგენლებთან შეჯერებული ინიციატივები უახლოეს მომავალში შესაბამის სამართლებრივ ფორმას მიიღებს. ამ პროცესში კი, მსგავსი შეხვედრები და სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების მოსმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა.

 

შეხვედრაზე, მეთევზეებმა და გაერთიანებების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკანონო თევზჭერის აღმოფხვრისა და თევზჭერის რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.

 

მოვისმინეთ დეპარტამენტის ინიციატივები და გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. იმედი გვაქვს, არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება, რომელთა საშუალებით, საქართველოში ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა სხვა მასშტაბებს შეიძენს“, - აღნიშნა მეთევზეთა გაერთიანება - ეკორეინჯერების“  წარმომადგენელმა,  მირიან შარიქაძემ.

 

როგორც შეხვედრაზე საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, თენგო ბინიაშვილმა აღნიშნა, მხარეები ცალსახად თანხმდებიან, რომ ნებისმიერი სახის თევზჭერა უნდა იყოს რეგულირებული, უნდა ემორჩილებოდეს გარკვეულ კანონებსა და წესებს.

 

დეპარტამენტის ინიციატივებს ვეთანხმებით და მზად ვართ  მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თენგო ბინიაშვილმა.

 

„თევზჭერის ახალი რეგულაციების შემოღება მნიშვნელოვანია უკანონო თევზჭერის აღმოფხვრისა და იქთიოფაუნის დაცვისთვის. მზად ვართ, დეპარტამენტს ამ რეფორმის განხორციელებაში მაქსიმალურად დავუდგეთ მხარში“, - აღნიშნა „სპინინგ.ჯი-ს” წარმომადგენელმა,  დავით მორალიშვილმა.

 

შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზვიად შურღაია და იურიდიული სამსახურის უფროსი არჩილ ადამია ესწრებოდნენ.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 284
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია