დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/23 18:54:15

რამდენიმე წუთის წინ წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, რესტორან „გრანდ პალასთან", საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

 

ერთ-ერთ ავტომობილს ქალბატონი მართავდა. თვითმხილველთა თქმით, იგი გზაზე ავტომობილის მობრუნებას ცდილობდა, რა დროსაც საპირისპირო მიმართულებიდან მომავალმა ავტომობილმა სიჩქარე ვერ შეანელა, რამაც შეეჯახება გამოიწვია.


ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.


ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. 


შსს-ს საზოგადოებასან ურთიერობის სამსახურის სპეციალისტის, ტატო კუჭავას თქმით, ორივე ავტომობილი საჯარომო ავტოსადგომზეა გადაყვანილი.

 

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მხოლოდ ბოლო კვირის მანძილზე ავარიის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

 

აღნიშნულ მაგისტრალზე, როგორც ამ მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები აცხადებენ, ძალიან ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მათი ვერსიით, მძღოლების უყურადღეებობის გამო გასწრების მცირე ინიციატივაც კი ავტოავარიით სრულდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია