დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გერმანელი ცოლ-ქმარი 200-მდე ქუთაისელ ოჯახს დაეხმარა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/12 15:03:05

ქართულ-გერმანული ცენტრის გერმანელი წევრები, დღეს ქუთაისში მცხოვრებ 200-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარენ. გერჰარდ და კარი მიულერები უკვე 15 წელია, რაც ქუთაისში ქველმოქმედებას ეწევიან. აღსანიშნავია, რომ მიულერები ქუთაისელების დასახმარებლად მთელი წლის განმავლობაში  აგროვებენ თანხას, როგორც ცნობილია, ისინი საქველმოქმედო აქციაში თავიანთ თანაქალაქელებს აქტიურად რთავენ. ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით შეგროვებული სოლიდური თანხით კი დღეს ქუთაისის #25 საჯარო სკოლაში მისულ ქუთაისელებს სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს საჩუქრად.

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილინი ოჯახები ქუთაისის მერიის სოციალური  სამსახურის ბაზიდან შეირჩნენ.  საქველმოქმედო აქციას დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძეც შეუერთდა, მან გერმანელ ქველმოქმედებს ქუთაისელების სახელით მადლობა გადაუხადა.

 

თავის მხრივ მიულერებმა აღნიშნეს, რომ ტრადიციად ქცეული ქველმოქმედება მომავალშიც გაგრძელდება და გაცილებით მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია