დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ოცდამეერთე საუკუნეში სახლში ისე გვაწვიმს, როგორც გარეთ“
„ოცდამეერთე საუკუნეში სახლში ისე გვაწვიმს, როგორც გარეთ“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 1535
ავტორი:
ეკა შალამბერიძე
მსგავსი სიახლეები

გადაუღებელი წვიმის გამო, ქუთაისში, მუსხელიშვილის ?1-ში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულები ჭერიდან ჩამოსულმა წვიმის  წყალმა დატბორა. 

 

განსაკუთრებით გაუსაძლისი მდგომარეობა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში შეიქმნა, სადაც მარტოხელა ახალგაზრდა ქალბატონი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

ნატალია ნუცუბიძეს ოროთახიან ბინაში ჭერიდან წყალი ყველა ოთახში ჩამოვიდა, რის გამოც ელექტროგადამცემი სადენები დასველდა, რამაც  ავარიული მდგომარეობა შექმნა. ახალგაზრდა ქალმა მცირეწლოვანი ბავშვები მეზობელს შეაფარა.

 

ნატალია ნუცუბიძე: „მოვიდნენ წინასაარჩევნოდ, დაგვპირდნენ კაპიტალურ გადახურვას, მაგრამ მერე რაღაც „ტოლს“ დაგვაჯერეს და იმით გადახურეს, რასაც ხედავთ. ამ მასალით დახურვას კი არანაირი აზრი არ აქვს სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ. ამასთან ერთად, დასველდა ელექტროგადამცემი კაბელები და ლამის ცეცხლი გაგვიჩნდა. ვართ ასე წყალში და უშუქობაში.  ჩემს თავს არ დავეძებ, მაგრამ რა ვუყო ორ მცირეწლოვან ბავშვს? ასე ზამთარში ხომ დავიხოცებით?! ოცდამეერთე საუკუნეში კორპუსში ისე როგორ უნდა გაწვიმდეს, რომ თავი გარეთ გეგონოს?!“

 

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებას ელოდებიან, რომლის მიღების შემთხვევაში ზამთრის დადგომამდე რიგ უბნებში კომუნალური პრობლემები მოგვარდება.

 

 psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია